მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:21

20. აწ უკუე, ჵ კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუა ნუ-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ მე?21. ანუ არა ჴელ-ეწიფებისა მეკეცესა მას თიჴისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ?22. უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელი დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად,
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
21. ანუ არა ჴელ-ეწიფებისა მეკეცესა მას თიჴისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ?
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა ჴელ-ეწიფების მეკეცესა მას თიჴისაჲ მის მისვე შეზელილისაჲ შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ? (9,21).:

თარგმანი: არა თუ ღმერთი რომელთამე კეთილად შეიქმს და რომელთამე ბოროტად; ნუ იყოფინ! არამედ სახიერებანი ღმრთისანი ყიველთათჳს ზიარად არიან, და, რაჲ მისგან ჯერ-არს, იგი ყოველსავე მოსწრაფებასა აჩუენებს, რაჲთამცა ყოველნი კეთილ იყვნეს, გარნა მოციქულმან ესე სიტყუაჲ თქუა გამოსაჩინებელად ჴელმწიფებისა ღმრთისა, რომელი აქუს ქმნად რაჲცა ენებოს. ხოლო, უეჭუელად ყოველივე რაჲცა ქმნას ღმერთმან, კეთილად და ჯეროვნად იქმს, დაღაცათუ ჩუენ მიზეზი ქმნილთაჲ მათ არა ვიცოდით. ხოლო იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა თიჴაჲ არას სიტყუა-უგებს მეკეცესა, ეგრეთვე ნუცა შენ სდრტჳნავ, რომელი ვერ სცნა, არამედ თქუ, ვითარმედ: ესრეთ სადმე უმჯობეს არს, რაჲთა ვერ ვცნა ესე. ხოლო მესმა ვისიმე, რომელი ესრეთცა თარგმნიდა ამას, ვითარმედ: ანუ არა ჴელ-ეწიფებისაშემოქმედსა მას ყოველთასა და აღმადგინებელსა მკუდართასა, რაჲთამცა რომელნიმე დიდებად და რომელნიმე სირცხჳლად აღადგინნა, ღირსებისაებრ თითოეულისა საქმეთაჲსა?

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჰრქუას-ნუ-მე-ა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ მე? ანუ არა ჴელ-ეწიფებისა მეკეცესა მას თიჴისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ, რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ? (9,20-21).:

თარგმანი: არა თჳთმფლობელობასა კაცთასა აღმოჰფხურის სიტყუათა ამათ მიერ, არამედ ამას გუასწავებს, ვითარმედ ყოველსავე ზედა ჯერ-არს რწმუნებაჲ სიმართლისა განგებულებათა მისთაჲსა; რამეთუ რომელი ყოვლისავე მიწთომასა ჰგონებდეს და ყოველსავე კადნიერებით ჴელ-ჰყოფდეს გამოკულევად, მისი გურწამს, ვითარმედ არარაჲთ ჰმატს თიჴასა. რამეთუ თჳთმფლობელობისა და ქონებაჲ, რაჲთა ნებასა შინა ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა საქმეთა კეთილთასა იყოს და ღონიერ აღრჩევად კეთილისა და განგდებად ბოროტისა, ხოლო გამოუკულეველ გამოკულევისა და მიუწთომელთა მიწთომისათჳს არარად სხუად შეერაცხოს თავი თჳსი, თჳნიერ მიწად, თიჴად და ნაცრად; და არა გამოიკულევდეს, თუ ამას რასმე რად იქმს ღმერთი, ანუ მას რასმე — რად. ხოლო ვინაჲთგან სახედ შემოღებული საქმე არა ყოვლითურთ, არამედ ზოგითა რაჲთმე ნაწილითა საჴმარ არს, ეგრეთვე აწ სახე ესე თიჴისაჲ არა ამისთჳს შემოიღო მოციქულმან,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის