თარგმანი: არა თუ ღმერთი იქმს ჭურთა რისხვისათა, არამედ მან ყოველნი ჭურად მშჳდობისა და სიწმიდისა დაჰბადნა, ხოლო თითოეულისა ნებაჲ, ვითარცა ენებოს, შესცვალებს კაცთა, და რომელიმე ჰყოფს თავსა თჳსსა ჭურ ოქროჲსა, და სხუაჲ — ჭურ ვეცხლისა, სხუაჲ — ჭურ ძელისა და კეცისა, სხუაჲ — ჭურ რისხვისა. ჭურ რისხვისა უკუე იყო ფარაო, ესე იგი არს, ვითარმედ —კაცი, რომელი ღმრთისა რისხვასა აღატყინებდა თჳსითა უკეთურებითა, რამეთუ მიიღო სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ და არა მოდრკა, არამედ თჳსსავე ბოროტებასა ზედა ეგო. ამისთჳს არა ოდენ "ჭურად რისხვისა" უწოდა, არამედ "განმზადებულიცა წარსაწყმედელად", ესე იგი არს, სრული და ღირსი წარწყმედად; და განმზადებული არა ღმრთისა მიერ, არამედ თავით თჳსით და ნებსით.
ჰრომაელთა მიმართ 9:23
22. უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელი დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად,23. და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი-იგი წინაწარ განჰმზადნა სადიდებელად,24. რომელთაცა-ესე მიწოდნა ჩუენ არა ხოლო თუ ჰურიათაგან, არამედ წარმართთაგანცა?
ჰრომაელთა მიმართ თავი 9