მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:7

6. ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაჱლ,7. არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ. არამედ „ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი“.8. ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად.
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
7. არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ. არამედ „ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი“.
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისაჲთა სულითა წმიდითა, რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდი და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ. ვილოცევდ შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად, რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულის-დებანი და მსახურებანი (9,1-4).

თარგმანი: ხედვიდა რაჲ, ვითარმედ ჰურიათა მიერ იგმობებოდა ქრისტეს სახელი, რომელნი-იგი პირველ პატიოსან იყვნეს, ამისთჳს თქუა ესე, ვითარმედ: ესოდენი მწუხარებაჲ მაქუს და ესრეთ არს გული ჩემი, რომელ უკუეთუმცა კრებულისაგანცა წმიდათაჲსა განვრდომაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა, რამეთუ ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ "შეჩუენებულ-ყოფად ქრისტესგან". არა თუ ამას იტყჳს თუ: "სიყუარულისა მისისაგან განვრდომად", რამეთუ თჳთ ამათ სიტყუათა მისისა სიყუარულისათჳს იტყოდა, გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ: ესოდენ მაქუს სიყუარული ქრისტესი, რომელ დაღაცათუმცა განშორებაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა წმიდათა კრებულისაგან, თავს-ვიდევ-მცა, და ოდენ ჩემისა მეუფისა ქრისტეს სახელი არა იგმობებოდა-მცა, და უფროჲსად...

სრულად ნახვა
თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაიტელ, არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ, არამედ "ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი". ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად (9,6-8).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ჰგონებენ ვიეთნიმე, ვითარმედ დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, არამედ არა დავრდომილ არს. ვინ ჰგონებენ? — არამედ ზემონი იგი მგმობარნი, რომელნი იტყოდეს ვითარმედ: ჰურიათა აღუთქუა ღმერთმან და წარმართთა მისცა. რაჲ არს დავრდომაჲ სიტყჳსაჲ? — ცხად არს, ვითარმედ — რაჟამს წინაჲსწარ თქუმული არა იქმნას საქმით. ხოლო რომელი იყო სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, რომლისა აწ დავრდომასა და უქმ ქმნასა აჩემებენ ღმერთსა? — ცხად არს, ვითარმედ სიტყუაჲ იგი დაბადებისაჲ: "ესრეთ იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი" (), რომელი-ესე უეჭუელად სრულ ქმნილ არს და არა დავრდომილ არს; რამეთუ არა ჴორციელსა, არამედ სულიერსა მსგავსებასა ზედა იქმნების უჭეშმარიტესი შვილობაჲ. ამისთჳს აწ მოციქულმან არა იაკობისგანნი, არამედ ისრაჱლისაგანნი თქუნა, რაჲთა არა ჴორცთა მიერ, არამედ სათნოებისა მიერ სახელ-სდვას მას, ვითარმედ არა ჴორცთა და სისხლთა მიერ, არამედ ზეგარდამო მონიჭებულ იქმნა აღთქუმით შვილობაჲ აბრაჰამისი. ხოლო სიტყუასა ამას, რომელ აწ შემოიღო "დაბადებისაგან", - "ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი", — თჳთვე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის