თარგმანი: ესე არს დასასრული ცთომათაჲ, რაჟამს ღმერთი, მიზეზი ყოველთა კეთილთაჲ, შეჰრაცხოს კაცმან მიზეზად განსაცდელთა, რომელი-იგი პირველითგან ყოვლისა კეთილისა მომცემელ არს და არაოდეს იცვალოს ბუნებითისა მისგან კეთილთა და ნიჭთა საუნჯეობისა. ხოლო, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მამად ნათელთა უწოდს ღმერთსა; გინა თუ ვითარცა დამბადებელსა ყოველთა სიტყჳერთა ნათელთასა, ანუ თუ ვითარცა მონიჭებითა სულისა წმიდისაჲთა განმანათლებელსა ყოველთა მორწმუნეთასა, რომელსა თანა არცა ერთი ზიარებაჲ აქუს ბნელსა და საქმეთა ბნელისათა, რამეთუ უქცეველ არს და უნაკლულო ყოველთა კეთილთა საუნჯეობისაგან, და არცა ერთი შეეხების ქცევადობათა ამათგან სიკუდილისა აჩრდილთასა.
იაკობ 1:16
15. მერმე გულის თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ და ცოდვაჲ იგი სრულ-იქმნის და შვის სიკუდილი.16. ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო!17. ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ.
იაკობ თავი 1