მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 1:17

16. ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო!17. ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ.18. მას უნდა და გუშვნა ჩუენ სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ დასაბამ რაჲმე მისთა დაბადებულთა.
იაკობ თავი 1
17. ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ.
თავი ა̂. მოთმინებისათჳს და სარწმუნოებისა შეუორგულეგელისა და სიმდაბლისა მდიდართა მიმართ, რომელსა შინა იტყჳს ჩუენ შორის განჴურვებისა მისთჳს და მის მიერთა ვნებათა, ვითარმედ არა ღმრთისაგან არს მიზეზი, არამედ რაჲცა კეთილი არს ჩუენ შორის, იგი არს მის მიერ იაკომ მოციქულისა წიგნი კათოლიკე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო. ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ (1,16-17).:

თარგმანი: ესე არს დასასრული ცთომათაჲ, რაჟამს ღმერთი, მიზეზი ყოველთა კეთილთაჲ, შეჰრაცხოს კაცმან მიზეზად განსაცდელთა, რომელი-იგი პირველითგან ყოვლისა კეთილისა მომცემელ არს და არაოდეს იცვალოს ბუნებითისა მისგან კეთილთა და ნიჭთა საუნჯეობისა. ხოლო, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მამად ნათელთა უწოდს ღმერთსა; გინა თუ ვითარცა დამბადებელსა ყოველთა სიტყჳერთა ნათელთასა, ანუ თუ ვითარცა მონიჭებითა სულისა წმიდისაჲთა განმანათლებელსა ყოველთა მორწმუნეთასა, რომელსა თანა არცა ერთი ზიარებაჲ აქუს ბნელსა და საქმეთა ბნელისათა, რამეთუ უქცეველ არს და უნაკლულო ყოველთა კეთილთა საუნჯეობისაგან, და არცა ერთი შეეხების ქცევადობათა ამათგან სიკუდილისა აჩრდილთასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის