თარგმანი: მეტი რაჲ სიბოროტისაჲ გესმეს, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ყოველი სიბოროტე გარეთ შემოსრული არს და უცხო ბუნებისაგან ჩუენისა. ამისთჳს უცხოსა და საეშმაკოსა ყოველსავე განშორებად გუამცნებს, რაჲთა კეთილსა ზედა ვეგნეთ, ვითარ-იგი დაბადებულ ვართ დამბადებელისაგან.
იაკობ 1:21
20. რამეთუ გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის.21. ამისთჳს განიშორეთ ყოველი მწიკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ, სიმშჳდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყჳსაჲ, რომელი შემძლებელ არს ცხორებად სულთა თქუენთა.22. და იყვენით მყოფელ სიტყჳსა მის და ნუ ხოლო მსმენელ და შეურაცხის-მყოფელ თავთა თჳსთა.
იაკობ თავი 1