თარგმანი: ვინაჲთგან სიტყუაჲ ჰაერად განბნევადი არს, ამისთჳს საქმით გუაწუევს ქმნასა მოძღურებისა სიტყუათასა, რაჲთა საქმით მოქმედებამან უმეტეს ყოს ჩუენ შორის დაუვიწყებელი წურთილებაჲ სიტყუათაჲ მათ, რომელთა მსმენელი და არა მყოფელი შეურაცხის-მყოფელი არს თავისა თჳსისაჲ, რამეთუ ესმა და უგულებელ ყო საქმით ქმნაჲ თჳსისა სარგებელისაჲ.
21. ამისთჳს განიშორეთ ყოველი მწიკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ, სიმშჳდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყჳსაჲ, რომელი შემძლებელ არს ცხორებად სულთა თქუენთა.22. და იყვენით მყოფელ სიტყჳსა მის და ნუ ხოლო მსმენელ და შეურაცხის-მყოფელ თავთა თჳსთა.23. უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყჳსა მის და მყოფელ არა, ესევითარი იგი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თჳსისაჲ სარკითა.
იაკობ თავი 1