თარგმანი: ვინაჲთგან ვერ შესაძლებელ არს სრულიად ღმრთისმსახურ ყოფაჲ, პირველვე ჯეროვნად აღჳრ-სხმადმდე ენისა, ამისთჳს ეგონოს, იტყჳს, და არა იყოს-ცა. რამეთუ მრავალნი ჰგონებენ ღმრთისმსახურ ყოფად, ხოლო მცირედნი იპოებიან ჯეროვნად და ჭეშმარიტებით ღმრთისმსახურნი.
25. ხოლო რომელმან მიჰხედა სჯულსა მას სრულსა აზნაურებისასა და დაადგრა მას, ესე არა მსმენელ და დამვიწყებელ იქმნა, არამედ მყოფელ საქმისა; ესე ნეტარ იყოს ქმნითა მით მისითა.26. რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ.27. მსახურებაჲ წმიდაჲ და შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთა და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან.
იაკობ თავი 1