თარგმანი: შჯულ აზნაურებისა არს სრულ მყოფელი ყოველთაჲ სიტყუაჲ მცნებათა უფლისათაჲ, რომელთა საქმით მწურთელი ნეტარებასა მიემთხუევის.
იაკობ 1:25
24. რამეთუ განიცადა თავი თჳსი და წარვიდა და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ-რაჲ იყო.25. ხოლო რომელმან მიჰხედა სჯულსა მას სრულსა აზნაურებისასა და დაადგრა მას, ესე არა მსმენელ და დამვიწყებელ იქმნა, არამედ მყოფელ საქმისა; ესე ნეტარ იყოს ქმნითა მით მისითა.26. რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ.
იაკობ თავი 1