თარგმანი: სარწმუნოებით მოლოდებაჲ მერმეთა მათ სასყიდლის კუალად-გებათაჲ იქმნის მიზეზ ყოველთავე ჭირთა და შრომათა თავს-დებისა. ხოლო თავს-დებაჲ იგი და მოთმინებაჲ ჭირთაჲ ამას ეძიებს საქმედ სისრულისა, რაჲთა არა ჟამ ერთ ხოლო, არამედ ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა ჩუენისა ჟამთა დავითმინნეთ ჭირნი და ღუაწლნი, ვიდრემდის ვიქმნნეთ სრულ მოთმინებასა შინა და ყოვლად ცოცხალ, რაჲთა არღარაჲ წარვიტანოთ ჩუენ თანა მერმესა მას უსრული და ნაკლულევანი განწმედისაგან, რამეთუ, რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდესო და სოფელსა ამას ჭირი გაქუნდეს, რამეთუ მერმეღა-იგი არს ჟამი მორწმუნეთა განსუენებისაჲ.
იაკობ 1:4
3. უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაჲ,4. ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან.5. ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყუედრის, და მოსცეს მას.
იაკობ თავი 1