თარგმანი: აჰა ესერა თჳთვე გუასწავებს ღონესა სრულისა საქმისა წარმართებისასა, ვითარმედ არა ჴორციელითა და მშჳნვიერითა, არამედ ზეგარდამოჲთა სიბრძნითა წარემართების მონიჭებულითა ღმრთისა მიერ, რომელი-იგი ყოველთავე სარწმუნოებით მთხოველთა თითოეულსა უხუად მიეცემის და შემდგომად მიცემისა არცა ერთსა შეამთხუევს სირცხჳლსა ყუედრებისასა, რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი და ნიჭნი ღმრთისანი.
4. ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან.5. ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყუედრის, და მოსცეს მას.6. ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა.
იაკობ თავი 1