თარგმანი: ვინაჲთგან აწინდელი სიტყუაჲ მისი სრულისა სიყუარულისათჳს არს, ამისთჳს მისვე პავლეს თანა ერთ-ჴმა არს, ვითარმედ დაღაცათუ ჴორცნი დასაწუველად მისცნეს კაცმან, თჳნიერ სიყუარულისა არარად სარგებელ ეყოფვის. და ერთისა ამის თავისა ყოველთა სათნოებათაჲსა, სიყუარულისაგან, ჴუებულ ყოფაჲ ზოგად ყოველთა სათნოებათაგან განჴუებულ ჰყოფს მას.
9. ხოლო უკუეთუ თუალთ-ღებით, ცოდვასა იქმთ და იმხილებით სჯულისაგან, ვითარცა გარდამავალნი სჯულისანი.10. რამეთუ რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ.11. რამეთუ რომელმან-იგი თქუა: ნუ იმრუშებ, მანვე თქუა: ნუ კაც-ჰკლავ, ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ სჯულისა.
იაკობ თავი 2