თარგმანი: სიტყუაჲ ესე ორთა წიგნთაგან შემოუღებიეს: ლევიტელთა და მეორისა შჯულისაგან, რომელი ესრე სახედ გუამცნებს შეყუარებად მოყუასთა, მსგავსად თავისა თჳსისა, რაჲთა, რომელიცა ჩუენ გჳნდეს, რაჲთა გუეყოს მოყუასთა მიერ, მასვე ჩუენ უყოფდეთ მოყუასთა თჳსთა. ხოლო უკუეთუ წინაუკუმო სხუაჲ გჳნდეს თჳთ მოყუასთაგან და სხუასა უყოფდეთ მოყუასთა, მყის ვიმხილებით, ვითარცა გარდამავალნი შჯულისანი.
იაკობ 2:9
8. უკუეთუ სჯულსა აღსრულებთ სამეუფოსა, მსგავსად წერილისა: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი, კეთილად ჰყოფთ.9. ხოლო უკუეთუ თუალთ-ღებით, ცოდვასა იქმთ და იმხილებით სჯულისაგან, ვითარცა გარდამავალნი სჯულისანი.10. რამეთუ რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ.
იაკობ თავი 2