თარგმანი: ესეცა სიტყუანი განმაკრძალებელნი არიან, რაჲთა არა საღმრთოდ საგალობელად განკუთნვილი ენაჲ ჩუენი განუკუთნოთ სიტყუათა უშჯულოებისა და სიცრუისათა, და სამადლობელად მოცემული იგი საგმობელ ვყოთ.
იაკობ 3:12
11. ნუუკუე წყაროჲსაგან მისვე თუალისა აღმოდინ ტკბილი და მწარე?12. ეგების-მეა, ძმანო ჩემნო, ვითარმცა ლეღვმან ზეთის ხილი გამოიღო, გინა ვენაჴმან ლეღჳ? ეგრეთვე ვერცა ერთი წყაროჲ მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად.13. ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქუენ შორის, აჩუენენ კეთილად სლვისაგან საქმენი თჳსნი სიმშჳდითა სიბრძნისაჲთა.
იაკობ თავი 3