თარგმანი: სილაღისაჲ არს სიტყუაჲ ესე, რაჟამს კაცმან ჴელმწიფებით თქუას ქმნაჲ საქმისაჲ, რომელი არა იყოს ჴელმწიფებასა მისსა ქუეშე. ამისთჳს დააყენებს მოციქული, რაჲთა არავინ იკადროს თქუმად ქმნაჲ რაჲსამე თჳნიერ სიტყჳსა ამის, ვითარმედ: "უკუეთუ ღმერთი შემეწიოს, ესე რაჲმე ესრეთ მნებავს ყოფად".
იაკობ 4:14
13. აწ უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳთ: დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ.14. რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ, რამეთუ ვითარი არს ცხორებაჲ თქუენი? ვითარცა კუამლი ხართ, რომელნი მცირედ ჟამ ჩანნ და მერმე განქარდის.15. ამის წილ რომელი გიღირს თქუენ თქუმად: უკუეთუ უფალსა უნდეს და ვცხონდეთ და ვყოთ ესე გინა იგი.
იაკობ თავი 4