1.ვინაჲ არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის? ანუ არა მიერვე გულის თქუმათაგან თქუენთა, რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა?2.გული გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და იშურებით და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად, ილალვით და იბრძვით და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ.3.ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულის თქუმათა შინა თქუენთა განილინეთ.4.მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობა არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების.5.ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყჳს წიგნი: საშურებელად ჰსურის სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა?6.უფროჲს მოცემად მადლი; ამისთჳს იტყჳს: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.7.დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან.8.მიეახლენით ღმერთსა, და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ჴელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო.9.დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად.10.დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ.11.ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს და განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს სჯულსა და სჯის სჯულსა; უკუეთუ სჯულსა ჰსჯი, არა ხარ მყოფელ სჯულისა, არამედ განმკითხველ.12.ერთი არს სჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა?13.აწ უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳთ: დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ.14.რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ, რამეთუ ვითარი არს ცხორებაჲ თქუენი? ვითარცა კუამლი ხართ, რომელნი მცირედ ჟამ ჩანნ და მერმე განქარდის.15.ამის წილ რომელი გიღირს თქუენ თქუმად: უკუეთუ უფალსა უნდეს და ვცხონდეთ და ვყოთ ესე გინა იგი.16.ხოლო აწ იქადით სილაღითა თქუენითა, ყოველივე სიქადული ესევითარი ბოროტ არს.17.რომელმან იცოდის კეთილი საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა.
მოციქულისაჲ: ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო, უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი საშჯელი მოვიღოთ, რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე (3,1-2).
თარგმანი: ვინაჲთგან პირველ საქმით წარმართებისა სათნოებათაჲსა სიტყჳთ მოძღურებაჲ სხუათაჲ საქმეთა მათთჳს, რომელნი თჳთ არა აქუნდენ მასწავლელსა მას, არა ხოლო ურგებ, არამედ ფრიადისა ზღვევისაცა მომატყუებელ არს. ამისთჳს საშჯელისა თანა-მდებ ჰყოფს სიტყჳთ მოძღურებასა სხუათასა, რაჟამს თჳთ მოძღუარი იგი ჯერეთ მრავლით კერძო მცთომ იყოს საქმეთა შინა.
მოციქულისაჲ: აწ უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳით — დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ, — რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ (4,13-14).
თარგმანი: სილაღისაჲ არს სიტყუაჲ ესე, რაჟამს კაცმან ჴელმწიფებით თქუას ქმნაჲ საქმისაჲ, რომელი არა იყოს ჴელმწიფებასა მისსა ქუეშე. ამისთჳს დააყენებს მოციქული, რაჲთა არავინ იკადროს თქუმად ქმნაჲ რაჲსამე თჳნიერ სიტყჳსა ამის, ვითარმედ: "უკუეთუ ღმერთი შემეწიოს, ესე რაჲმე ესრეთ მნებავს ყოფად".
საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ყველა ერთულ შვილს::
...ინ. 15,10).
ასე რომ, იესო ქრისტემ მოგვანიჭა სრულქმნილი მშვიდობა და სიხარული, მაგრამ თანამედროვე ადამიანი ცოდვით სავსე ცხოვრების წესის გამო თითქმის ვეღარ შეიგრძაობს, ვერ აღიქვამს ამ დიად მადლთა ცხოველსმყოფელ ძალას. მოციქული იაკობი ასე ხსნის ამ მდგომარეობას: „არა გაქვთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ“ (). ხოლო იმისთვის, რომ სწორად ვითხოვოთ, სწორი და მტკიცე სარწმუნოება უნდა გვქონდეს.
სულიერი თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის მსგავსია. თუ პიროვნება დაღმართზე მიექანება, მისი ყოფა სულ უფრო მძიმდება, ერთი ცოდვა მეორეს შობს, მეორე - მესამეს და ა.შ. ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კაცმა შეძლოს შეჩერება; ხოლო გაცილებით მეტი ძალიხხმევა მართებს მას, რათა დაიწყოს სულიერი კიბის საფეხურებზე ასვლა. ამ კიბის შესახებ მშვენივრად წერს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელი იმითაც არის, რომ იგი აქ, საქართველოში, გარდაიცვალა. მის დარიგებაში ვკითხულობთ: „ნამდვილ სიყვარულს ბადებსა მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლება, უვნებობას შობს სასოება უფლისა, სასოებას - მოთმინება და სულგრძელება, მათ - ცხოვრების თავშეკავებული წესი, თავშეკავებულობას - შიში ღვთისა, შიშს კი - რწმენა შემოქმედისა“ („სიყვარულის შესახებ...
სწავლაჲ ლვ სიმშჳდისათჳს, და რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ძლევად ვნებათა:
...ვჰფხურათ ყოველი მრისხანებაჲ და ამპარტავანებაჲ სულთაგან ჩუენთა.
ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი ამათ ვნებათათჳს: „რისხვამან სიმარ-თლე არა ყვისო“; ; და კუალად - „უფალი ანპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“.
მრავალგზის ამათ ვნებათათჳს მითქუამს თქუენისა სიყუარულისა მომართ, არამედ ნუ გეწყინების, რამეთუ უკუეთუ არა ზედაჲსზედა ვინ დასდებდეს წამალსა წყლულებათა ზედა, ერთითა გინა ორითა დადებითა ვერ განჰკურნებს. ჰე, თუმცა მრავალგზის დადებითა ვაჩუენეთ რაჲმე სარგებელი. და ნუცა საბრალობელ თქუენდა გიჩნნ ზედაჲსზედა სწავლაჲ; უკუე-თუმცა განწირულ იყვენით ჩემგან, არცაღამცა გასწავლიდი, არამედ ვესავ სარგებელ-ყოფად თქუენდა. ამისთჳს ვიტყჳ, რამეთუ ფრიად საწადელ არს ესე ჩემდა, რაჲთამცა არარაჲ იყო ჩუენ შორის სხუაჲ სიტყუაჲ, გარნა ვნებათა ჩუენთათჳს, თუ ვითარ მძლე ვექმნეთ.
არა ჰხედავთა მეფეთა, ვითარ მარადღე ბრძოლათათჳს იტყჳან და განიზრახვენ, თუ ვითარ-ძი ეწყვნენ, ვითარ-ძი ეუფლნენ მტერთა თჳსთა? და მჴედრობასა განაწესებენ და ერისთავთა დაადგენენ და ხარკთა შეჰკრებენ და დღე და ღამე ამათ საქმეთა შექცეულ არიან, რაჲთა ორი ესე წარჰმარ-თონ: ძლევაჲ მტერთაჲ და მშჳდობით დ...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ ერთგულ შვილებს::
...და საით მიდის? - აი კითხვები, რომელნიც აუცილებლად შეგვახსენებენ თავს.
ზოგიერთს ჰგონია, რომ ისინი არსად არ მიდიან, და აქედან გამომდინარე, მათი სიცოცხლეც მიწიერ არსებობასთან ერთად ქრება. მათ შესახებ მოციქული იაკობი ასე ბრძანებს: „რა არის თქვენი სიცოცხლე? - კვამლი, რომელიც ცოტა ხანს ჩანს და მსწრაფლ განქარდება“ ().
ჩვენ კი, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვწამს, რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად, ხოლო მსგავსებას უნდა მივაღწიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულით, სასოებით, კეთილზნეობით... და მოვიპოვოთ მარადიული ნეტარი ცხოვრება.
გვწამს, რომ ამქვეყნიური ყოფა მხოლოდ დროებითი მოვლენაა, იგია გამოცდა ჩვენი სულისა, მოსამზადებელი საფეხური მარადიულობისა, რომელთანაც თითოეული განვლილი დღე სულ უფრო გვაახლოებს.
ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ჩვენ მხოლოდ მდგმურის უფლებით ვსარგებლობთ. გავიხსენოთ ერთი ადგილი ბიბლიიდან: ფარაონმა ჰკითხა ძველი აღთქმის პატრიარქს იაკობს, რამდეხი წლის ხარო. იაკობმა მიუგო: „ასოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი“ (). ასე შეეძლო ეპასუხა მხოლოდ არაჩვეულებრივ ადამიანს; ასე აზროვნებს ის, ვინც ღმერთთან ცხოვრობს და მარადიულობის განცდას რეალურად ატარებს.