თარგმანი: სიმდაბლითა იქმნების მიახლებაჲ ღმრთისაჲ და განშორებაჲ ეშმაკისაგან, რამეთუ ყოველი მორჩილი ღმრთისაჲ ეშმაკისა ურჩ არს, და მახლობელი ნათლისაჲ — შეტკბობითა ნათლისა საქმეთაჲთა — ბნელისაგან ყოვლად განშორებულ არს.
იაკობ 4:8
7. დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან.8. მიეახლენით ღმერთსა, და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ჴელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო.9. დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად.
იაკობ თავი 4