თარგმანი: განწმედა ჴელთა არს განყენებაჲ ბოროტთა საქმეთაგან, რამეთუ ჴელნი საქმისა სახე არიან; და უბრალო-ყოფაჲ გულთაჲ არს, რაჲთა არა ხოლო საქმითთა, არამედ გულისსიტყჳთთაცა ბრალთა განწმედისაგან მოვიძარცოთ სახელი ორგულებისაჲ. ხოლო ვინაჲთგან სიცილი ურცხჳნოებისა სახე არს, ამისთჳს ცოდვათა ზედა ტირილად და გლოვად გუაწუევს. რამეთუ, უკუეთუ მართალთა და წმიდათა — ზუაობაჲ და სილაღე არაწმიდა ჰყოფს, რაოდენ უფროჲს ცოდვილი და ბრალეული ულხინებელ-ყოს სილაღემან და ულმობელობამან ცოდვათა ზედა. რამეთუ შემუსრვილთა და ძრწოლით ზარგანჴდილთა საუკუნოჲსა საშჯელისაგან უფალი იჴსნის და აღამაღლებს სიმაღლედ სათნოებისა. ხოლო ესე არს წინაშე უფლისა დამდაბლებაჲ, რაჲთა არა გარეშითა ოდენ კაცითა, არამედ შინაგანითაცა მდაბალ და შემუსრვილ ვიყვნეთ წინაშე მისსა, რომელი განიკითხავს გულთა და თირკუმელთა.
იაკობ 4:9
8. მიეახლენით ღმერთსა, და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ჴელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო.9. დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად.10. დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ.
იაკობ თავი 4