თარგმანი: კანონ და პატიჟ უზომოჲსა შუებისა და განცხრომისა არს აქავე დაწყებაჲ სლვად გზასა იწროსა, რაჲთა შევინანოთ ტირილითა სიცილი და განცხრომაჲ, ხოლო კეთილად განბნევითა — ბოროტად და მოხუეჭით შეკრებაჲ, რამეთუ უკუეთუ არა აქავე განვაბნიოთ სიმძიმე საფასეთაჲ და ნივთი და მღილთა და გესლისაჲ ვყოთ ნივთ სათნოებათა მოგებისა, მერმესა მას გუექმნეს ესე ყოველი ნივთ ცეცხლისა, საუკუნოდ დაუშრეტელისა და უკუანაჲსკნელთა დღეთათჳს დაუნჯებული იგი შემასმენელად წარმოგჳდგეს წინაშე საყდარსა ქრისტესსა, ვითარმედ: სხუანი მშიერ და ნაკლულევან იყვნეს, ხოლო ჩუენ ნამეტავად ვალპობდით და უჴმარ ვჰყოფდით ღმრთივ მონიჭებულთა საჴმართა, რომელნი-იგი მაშინ ცეცხლებრ შეშჭამდენ ჴორცთა ჩუენთა.
იაკობ 5:1
1. აწ უკუე თქუენცა, მდიდარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთჳს თქუენ ზედა მომავალთა.2. სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს, სამოსელი თქუენი მღილთა დაუჭამიეს.
იაკობ თავი 5