მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 5:10

9. ნუ სულთ-ითქუამთ, ძმანო, ურთიერთას, რაჲთა არა განიკითხნეთ. აჰა ესერა, განმკითხველი წინაშე კართა დგას.10. სახედ გაქუნდინ, ძმანო ჩემნო, ძჳრის ხილვისა და სულგრძელებისა წინაწარმეტყუელნი, რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისაჲთა.11. აჰა ესერა, ვჰნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინებაჲ იობისი გასმიეს და აღსასრული უფლისაჲ იხილეთ, რამეთუ მრავალ-მოწყალე არს და შემწყნარებელ.
იაკობ თავი 5
10. სახედ გაქუნდინ, ძმანო ჩემნო, ძჳრის ხილვისა და სულგრძელებისა წინაწარმეტყუელნი, რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისაჲთა.
თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სახედ გაქუნდინ, ძმანო ჩემნო, ძჳრის-ხილვისა და სულგრძელებისა წინაჲსწარმეტყუელნი, რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისაჲთა. აჰა ესერა ვჰნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინებაჲ იობისი გასმიეს და აღსასრული უფლისაჲ იხილეთ, რამეთუ მრავალმოწყალე არს და შემწყნარებელ (5,10-11).:

თარგმანი: არს მადლობაჲ მაშინცა, რაჟამს არა ფრიად ლმობილ და ტკივნეულ იყოს მოწევნულთა მათთჳს, და ჰმადლობდეს გონებითა არა ფრიად შეწუხებულითა, არამედ ვერ ეგოდენ დიდ არს, რაოდენ მისი მადლობაჲ, ვითარ-იგი იყო იობ, რომელსა ფრიად რაჲმე სალმობიერად ელმოდა დაკლებისათჳს საყუარელთა მათ შვილთაჲსა, არამედ ჰმადლობდა-ვე, ვითარცა მონაჲ, მოშიში მეუფისაჲ, და ტკივილი ნაწლევთაჲ ვერვე განუკუეთდა ჴმასა მას სამადლობელსა მეუფისსა: უფალმანცა მომცა და უფალმანვე მიმიღო. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე; ვინაჲცა ამან ჴმამან უფროჲს სანატრელ ყო იგი უფროჲს ბევრეულთა მათ ურიცხუებათა სიმდიდრისათა, რომლისათჳსცა ჭეშმარიტ ყო თავისა თჳსისათჳს თქუმული ქებაჲ მეუფისაჲ და განაცრუა ღონისძიებაჲ მტერისაჲ, რომელსა ესე აქუნდა სასწრაფოდ, რაჲთა რომლითაცა ღონითა ათქუმიოს მას ერთი სიტყუაჲ გმობისაჲ მეუფისა მიმართ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის