თარგმანი: თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე მომჴდიდეს ფიცსა და საქმე მაიძულებდეს, ვითარ არა ვფუცო? —არამედ გეტყჳ, რაჲთა შიში მცნებისა გარდასლვისაჲ წინა-აღუდგინო საჭიროობასა საქმისასა და ჴორციელთა შჯულთა საქმე სახედ იჴუმიო, ვითარ სოფლიოთა საბჭოთა შინა ვერ სადა მიზეზ-იდგამ ნებსით-უნებლიეთობასა, არამედ რომლითაცა სახითა გპოონ გარდამავალ შჯულისა, უეჭუელად მიგჴდიან პატიჟსა თანა-ნადებსა შენსა. რამეთუ ძუელსა მას შჯულსა შინა შეენდო ფიცი, რაჲთა ოდენ რაჲთმე მოსწყჳდნეს ფუცვად კერპთა სახელსა. ამისთჳს შეუნდო სახელსა ღმრთისასა ფუცვად; ხოლო ახალსა ამას შინა თჳთ პირითა მაცხოვრისაჲთა განგდებულ არს ფიცი, და უმეტესსა რასმე თქუმაჲ უფროჲს ჰჱ და არაობისა — ბოროტისაგანად და საეშმაკოდ ნაწილად განკუთნვილ არს. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ "უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს" () არა ცრუ-ფიცებისათჳს თქუა, რომელი-იგი ცხადად ეშმაკისაგანი არს, არამედ ყოველსავე ფიცსა, რომელი ჰმატდეს ჰჱსა და არასა, უკუეთურისაგანად უწოდს.
იაკობ 5:12
11. აჰა ესერა, ვჰნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინებაჲ იობისი გასმიეს და აღსასრული უფლისაჲ იხილეთ, რამეთუ მრავალ-მოწყალე არს და შემწყნარებელ.12. ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა რომელსა ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი ჰეჲ ჰე და არაჲ არა, რაჲთა არა ორგულებასა შესცჳვეთ.13. შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ, მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ.
იაკობ თავი 5