თარგმანი: ესე სრულისა სარწმუნოებისა სასწაული არს, რაჲთა სნეულებასა შინა თჳსსა შემოკრიბნეს კაცმან მღდელნი ეკლესიისანი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისა მაღლისანი, თხოვად მისსა ლხინებისა; რამეთუ სენნი ცოდვათა განსაპატიჟებელად მოივლინებიან ღმრთისა მიერ. ხოლო სარწმუნოებით შემოკრებასა ხუცესთასა და მათ მიერ ღმრთისა მიმართ ვედრებისა შეწირვასა ესე მოუგიეს მადლად, რაჲთა განჴსნითა ქუეყანასა ზედა - განჰჴსნან ზეცათა შინა, და ერთბამად ბრალისა მისცა შენდობაჲ უთხოვონ ლოცვითა და კურნებაჲ მიჰმადლონ ცხებითა წმიდისა ზეთისაჲთა.
იაკობ 5:14
13. შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ, მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ.14. უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა.15. და ლოცვა მან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას.
იაკობ თავი 5