თარგმანი: ესე სიტყუაჲ პირველითგან მრავალთა ადგილთა წმიდათა წერილთა საქადაგებელ არს: იტყოდე შენ პირველად ბრალთა შენთა, რაჲთა განჰმართლდე; და ვთქუ: უთხრა ბრალი ჩემი უფალსა; რამეთუ კაცისა მიმართი აღსაარებაჲ უფლისა მიმართად შეირაცხების, და იგი თავადი არს მომცემელი მოტევებისაჲ პირითა მის კაცისაჲთა. ხოლო ურთიერთასი ლოცვაჲ სასწაული არს სიყუარულისაჲ და მომნიჭებელი სიმდაბლისაჲ, რამეთუ რაჟამს შენ სიმდაბლით შეუვრდებოდი კაცთა წმიდათა და იგინი შენთჳს ევედრებოდინ ღმერთსა, ფრიადი სარგებელი შეგეძინების შენ ამის საქმისა მიერ. რამეთუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ფრიადი ძალ-უც ლოცვასა მართლისასა თანა-შეწევნულსა. ესე იგი არს, ვითარმედ მაშინ ფრიადი ძალ-უც ლოცვასა წმიდათასა ჩუენთჳს, რაჟამს ჩუენ არა უზრუნველად და წარჴსნილად გუეძინოს, არამედ თანა-შევეწეოდით მათ ძალისაებრ და სიმდაბლით და ლმობიერად შეუვრდებოდით ლოცვისა ყოფად ჩუენთჳს, და ჩუენცა ძალისაებრ ჩუენისა ვილოცვიდეთ, რამეთუ დიდად სთნავს მეუფესა გულისაგან შემუსრვილისა და გონებისა დამდაბლებულისა აღმომავალი სულ-თქუმაჲ საცხორებელად თავისა თჳსისა.
იაკობ 5:16
15. და ლოცვა მან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას.16. აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად.17. ელია კაცივე იყო მსგავსი ჩუენი და ლოცვაჲ ილოცა არა წჳმად, და არა წჳმა ქუეყანასა ზედა სამ წელ და ექუს თუე,
იაკობ თავი 5