მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 5:3

2. სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს, სამოსელი თქუენი მღილთა დაუჭამიეს.3. ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შესჭამდეს ჴორცთა თქუენდა ვითარცა ცეცხლი. დაიუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა.4. აჰა ესერა, სასყიდელი მოქმედთთაჲ მათ, რომელთა განლეწეს ყანაჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან ღაღადებს და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ მათ ყურთა უფლისა საბაოთისათა მიიწევის.
იაკობ თავი 5
3. ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შესჭამდეს ჴორცთა თქუენდა ვითარცა ცეცხლი. დაიუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა.
თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე თქუენცა, მდიდარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთჳს თქუენ ზედა მომავალთა. სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს. სამოსელი თქუენი მღილთა დაუჭამიეს, ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შეშჭამდეს ჴორცთა თქუენთა, ვითარცა ცეცხლი, და იუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა (5,1-3).:

თარგმანი: კანონ და პატიჟ უზომოჲსა შუებისა და განცხრომისა არს აქავე დაწყებაჲ სლვად გზასა იწროსა, რაჲთა შევინანოთ ტირილითა სიცილი და განცხრომაჲ, ხოლო კეთილად განბნევითა — ბოროტად და მოხუეჭით შეკრებაჲ, რამეთუ უკუეთუ არა აქავე განვაბნიოთ სიმძიმე საფასეთაჲ და ნივთი და მღილთა და გესლისაჲ ვყოთ ნივთ სათნოებათა მოგებისა, მერმესა მას გუექმნეს ესე ყოველი ნივთ ცეცხლისა, საუკუნოდ დაუშრეტელისა და უკუანაჲსკნელთა დღეთათჳს დაუნჯებული იგი შემასმენელად წარმოგჳდგეს წინაშე საყდარსა ქრისტესსა, ვითარმედ: სხუანი მშიერ და ნაკლულევან იყვნეს, ხოლო ჩუენ ნამეტავად ვალპობდით და უჴმარ ვჰყოფდით ღმრთივ მონიჭებულთა საჴმართა, რომელნი-იგი მაშინ ცეცხლებრ შეშჭამდენ ჴორცთა ჩუენთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის