თარგმანი: ჴსენებითა რისხვისა მოწევნადისაჲთა განჰკუეთს საცთურსა შუების მოყუარეთასა და განზრდასა ჴორცთასა აყუედრებს უმეტეს ზომისა განსუქებისათჳს, რომელი-ესე დასაკლავთა უსხთა შეეტყუების. ამისთჳს ღმრთივ მოცემული ყოველი კეთილ არს საჴმრად ზომიერად. ხოლო უზომოებით ჴუმევაჲ რაჲსაჲცა სულსა თანა ჴორცთაცა სენ და სალმობა იქმნების. ამას თანა მუშაკისა და მშრომელისა სასყიდელსა დაკლებაჲ უძჳრეს ყოველთა მიხუეჭათასა ექმნების მდიდართა, —ნივთ საუკუნოჲსა მის ცეცხლისა; რამეთუ ოფლთა მიერ სხუათაჲსა შემატებული საფასე ცეცხლებრ შეშჭამს სახლთა მათთა, რომელნი-იგი მცირითა და უნდოჲთა ფასითა აქმნევდენ კაცთა გლახაკთა სამუშაკოსა საქმესა მათსა. ამისთჳს მცირე იგი ჭრტინვაჲ მათი ღაღადება დიდ იქმნების ყურთა უფლისა საბაოთისათა, რომელ არს მეუფე მჴედრობათა და მალთა ზეცისათაჲ.
იაკობ 5:4
3. ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შესჭამდეს ჴორცთა თქუენდა ვითარცა ცეცხლი. დაიუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა.4. აჰა ესერა, სასყიდელი მოქმედთთაჲ მათ, რომელთა განლეწეს ყანაჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან ღაღადებს და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ მათ ყურთა უფლისა საბაოთისათა მიიწევის.5. იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდეთ. განჰზარდენით ჴორცნი თქუენნი ვითარცა დღედ დაკლვისა.
იაკობ თავი 5