თარგმანი: ამით ღმრთის მკლველობისა ბრალსა მოაჴსენებს, რაჲთა უმეტესად შემუსროს ზუაობაჲ იგი ჰურიათაგანთაჲ მათ, ვითარმედ ესოდენ საჴსენებელ არს მათდა სულგრძელებაჲ მეუფისაჲ, რაოდენ უფროჲსსა სახიერებასა მიემთხჳნეს მის მიერ, რომელმან-იგი არა ხოლო სიკუდილი თავს-იდვა მათგან, არამედ მკლველთა მათ მისთა არავე დაუჴშა გზაჲ მოქცევისა და სინანულისაჲ.
5. იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდეთ. განჰზარდენით ჴორცნი თქუენნი ვითარცა დღედ დაკლვისა.6. დასაჯეთ და მოჰკალთ მართალი იგი და არა წინა-აღგიდგა თქუენ.7. სულ-გრძელ უკუე იქმნენით, ძმანო, ვიდრე მოსლვადმდე უფლისა. აჰა ესერა მუშაკი მოელის პატიოსანსა ნაყოფსა ქუეყანისასა და სულ-გრძელ არს მას ზედა, ვიდრემდის მოიღოს წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი.
იაკობ თავი 5