თარგმანი: ვინაჲთგან ღმრთისათჳს სულგრძელებაჲ ითქუმის, ხოლო მოთმინებაჲ არასადა; ამიერ ისწავე, ვითარმედ სულგრძელ-ყოფად მას ვამცნებთ, რომელსა ძალ-ედვას მიგებაჲ ნაცვლისაჲ, რაჲთა არა მიაგოს შიშითა უფლისაჲთა, რომელი იტყჳს: ჩემი არს შურის-გებაჲ და მე მივაგო. ხოლო დღე საქმეთაებრ მიგებისაჲ არს დღე მეორედ მოსლვისაჲ. ამას თანა მოთმინებაჲ მას ესწავების, რომელი ვერ შეუძლებდეს ნაცვლისა ყოფად. და ესე ხოლო იყოს შეძინება მისსა, რაჲთა მხიარულებით თავს-დებითა ჭირთაჲთა მიიღოს მადლი ღმრთისაგან. აწ უკუე სახითა ამით მუშაკისაჲთა განგუსწავლის მოციქული, რაჲთა არა დათესვასა თანა მომკად გული-გჳთქუმიდეს. არამედ შევისწავოთ ჟამი თესვისა და შრომისაჲ და სულგრძელ ვიქმნნეთ ვიდრე ჟამადმდე მკისა და ნაყოფთა მოსთულებისა, რამეთუ აქა არს ჟამი შრომისაჲ, ხოლო მუნ — მოსთულებისა ნაყოფთაჲსაჲ.
იაკობ 5:7
6. დასაჯეთ და მოჰკალთ მართალი იგი და არა წინა-აღგიდგა თქუენ.7. სულ-გრძელ უკუე იქმნენით, ძმანო, ვიდრე მოსლვადმდე უფლისა. აჰა ესერა მუშაკი მოელის პატიოსანსა ნაყოფსა ქუეყანისასა და სულ-გრძელ არს მას ზედა, ვიდრემდის მოიღოს წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი.8. სულ-გრძელ იქმნენით თქუენცა, განიმტკიცენით გულნი თქუენნი, რამეთუ მოსლვაჲ უფლისაჲ მოახლოებულ არს.
იაკობ თავი 5