...და ღმერთსა, რაჲთა წარემართოს საქმე ესე კაცთა შორის, რომელ ბუნებასაცა შინა დაჰნერგა იგი.
ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ვასწაოთ მოწყალებაჲ თავთა ჩუენ - თა და შვილთა და მეგობართა ჩუენთა. ამას ისწავლიდინ ყოველი კაცი, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტი კაცებაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „დიდ არს და პატიოსან კაცი მოწყალე“. ხოლო ესე თუ არა აქუნდეს მას, კაცებაჲცა წარუწყმედია, და რად გიკჳრს, თუ ვთქუ, ვითარმედ ესე ჰყოფს ჭეშმარიტსა კაცებასა? უფროჲსად ესე ჰყოფს კაცსა მსგავს ღმრთისა, რამეთუ იტყჳს: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“. ვისწაოთ უკუე წყალობაჲ, რამეთუ ჩუენცა ფრიად გჳჴმს წყალობაჲ. ხოლო მოწყალებასა ვიტყჳ, რომელი ანგაჰრებისაგან წმიდა იყოს, რამეთუ მონახუეჭისაგან ქმნილი ქველისსაქმე უსარგებელო არს, უკუეთუ თანა იტაცებდეს და თანა მისცემდეს. რამეთუ უკუეთუ არამიცემაჲ თჳსისა საფასისაჲ უწყალოება არს, სხჳსაგან მოტაცებაჲ რაჲ-მე იყოს?
აწ უკუე ნუ იტყჳ, თუ: სხჳსაგან მოვიხუეჭე და სხუასა მივსცემ, რამე-თუ ესე არს საქმე ცუდი. უფროჲსად მისავე ჯერ-არს მიცემაჲ, რომლისაგან მოიხუეჭე, რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ სხუაჲ მოსწყლა და სხუასა ჰკურნებდე? ყოვლადვე ნუვის მოსწყლავ, არამედ სხჳსა მიერ წყლულთაცა ჰკუ...