ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენ გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა?“ (15,1-3).
„მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი“. ოდეს „მაშინ“? ესე იგი არს, ოდეს ბევრეულნი იგი სასწაულნი ქმნა, ოდეს სნეულნი განკურნნა შეხებითა ფესუსა სამოსლისასა, ოდეს ხუთითა...