...ნდნენ, ხშირად ღუპავდნენ; მართალნი კი, როცა შეგონებითა და მკაცრი მხილებით მიმართავდნენ, ასწორებდნენ. ამ მართალთა მხილებას წყალობა აქვს შეზავებული, იმ ურჯულოთა წყალობას კი სიკვდილი. ამიტომაც თქვა ვიღაცამ: „მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს“ ()21. და დააკვირდი, როგორ ცხადყოფს აქ მოციქულებრივ სიტყვას: „ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“ (). რადგან წმინდანთა მხილებაც ასეთია. ასევე იქცევიან მკურნალებიც: მხოლოდ კი არ კვეთენ, არამედ ჭრილობასაც უხვევენ. ამიტომ ქრისტეც, მხილება ადვილად მისაღები რომ გახადოს, შერისხვას თავიდანვე საჯაროდ არ აქცევს და ამბობს: „მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი“ (). ასევე იქცეოდა პავლეც: მხილებას წყალობასთან ერთად აჩვენებდა და ხან ამ...