...ს განიცდიდა, სიღარიბეში, შიმშილსა და იმ განუკურნებელ უძლურებაში იყო დანთქმული — მაინც ყველაზე ნეტარი იყო. როგორ? იმიტომ, რომ ღმერთი მას აკურთხებდა, როცა ამბობდა: „კაცი უბრალო, ჭეშმარიტ, ღმრთისმსახურ, განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა“ ().
„უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისათა გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ“ (). კვლავ მადლიერებით დაასრულა და ღმერთს სამადლობელ საგალობლებს აღუვლენდა. რა არის კეთილნებობის საჭურველი? საუკეთესო საჭურველი, ღვთის ნების თანახმიერი საჭურველი, უმშვენიერესი საჭურველი. მისი ნათქვამი ამას ნიშნავს: უმშვენიერესი შემწეობით ციხე-ზღუდედ შემოგვზღუდე. სხვა განმმარტებელი კი, როცა ამბობს: „მას გვირგვინით შეამკობ“, გვასწავლის, რომ ეს მართალზეა ნათქვამი; ანუ „გვირგვინით შეამკობ მას“, მართალს. ესე იგი, შენი კეთილგანწყობა საჭურვლად იქცევა, თანაც უმშვენიერეს საჭურვლად; ან კიდევ: უმშვენიერესი...