მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისა 11:6

5. არამედ ვითარძი უფალი იტყოდის შენდამი და აღახუნეს ბაგენი მისნი შენ თანა.6. მაშინ გეთხრას შენ ძალი სიბრძნისა, რამეთუ ორ წილ იყოს შენსა და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ ღირსად შეგემთხჳა შენ უფლისა მიერ, რაჲ-იგი შესცოდე მას.7. ანუ კუალი უფლისაჲ ჰპოვემე, ანუ დასასრულსა მისწუდეა, რომელი-იგი ქმნა ყოვლისა მპყრობელმან?
იობისა თავი 11
6. მაშინ გეთხრას შენ ძალი სიბრძნისა, რამეთუ ორ წილ იყოს შენსა და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ ღირსად შეგემთხჳა შენ უფლისა მიერ, რაჲ-იგი შესცოდე მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. ღვთის დიდება და მართლის განსჯა:

...ბოროტი სახელი შეიძინა. რადგან მრავალი უგუნური უბედურებებზე დაყრდნობით ადამიანის ცხოვრებასაც ცილს სწამებს; ეს იობზეც მოხდა. ამიტომაც ამბობდნენ, თუმცა მასში ბოროტს ვერაფერს ხედავდნენ: „ღირსად შეგემთხჳა შენ უფლისა მიერ, რაჲ-იგი შესცოდე მას“ (). პავლესაც კი ბარბაროზები ბოროტ და ბოროტმოქმედ კაცად მიიჩნევდნენ, რადგან იქედნე მის ხელს ეკიდა. ამიტომაც ამბობდნენ: „რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან ცხორებად არა უტევა“ (). სემეიც დავითს ასე უწოდებდა: „კაცი ეგე მოსისხლე“ (), და ამ უბედურების გამო მის შესახებ ასეთი ბოროტი განაჩენი გამოიტანა.

8. ღმრთის სიყვარული და ჭირთა სარგებელი

ამრიგად, რათა თქვენც იგივე არ შეგემთხვეთ, მოდით, ამ საკითხებზე ცოტა ვისაუბროთ. რადგან ბევრისგან მესმის: „ღმერთს რომ ღარიბები უყვარდეს, ღარიბებად ყოფნას არ დაუშვებდა“; და სხვებისგანაც, როცა ხედავენ, რომ ვინმე უძლ...

სრულად ნახვა