1.ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.2.უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.3.ნუ სადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ.4.უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უსჯულოებაჲ ჴელთა ჩემთა,5.ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი;6.დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა შინა დაამკჳდროს.7.აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღჳძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ.8.და კრებული ერთა გარემოგადგეს შეუ და ამისათჳს მაღლად მოიქეც.9.უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო.10.აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო.11.შეწევნა ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა.12.ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის რისხვა მისი მარადღე.13.არა თუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი;14.და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწველთათჳს ქმნნა.15.აჰა, ესერა, ელმოდა სიცრუჱ, მუცლად-იღო სალმობაჲ და შვა უსჯულოებაჲ.16.ჴნარცჳ თხარა და აღმოჰკუეთა და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა.17.მიექცეს სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუჱ მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდეს.18.აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.
„უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.“ ().
1. ქუშის ერთგულება დავითის ჭირში
საჭირო იყო წმიდა წერილებისა და ისტორიული ამბების ცოდნა ისე ზედმიწევნით გვქონოდა, რომ მათი სწავლებისთვის უფრო ვრცელი სიტყვა აღარ დაგვჭირვებოდა; მაგრამ ვინაიდან...
...უვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა“** (); აქ კი აღთქმას ასრულებს და მას საგალობელს აღუვლენს. და იქ ნათქვამი თითქოს ერთი პირისაგან არის, რადგან ამბობს: „უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე“ ().აქ კი ნათქვამი თითქოს მრავალთა პირით არის.რადგან ამბობს: „უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი“ ().მაგრამ დუმილი დაიცავით და ყურადღებით ისმინეთ.რადგან თუ თეატრში, სადაც სატანური გუნდები მღერიან, დიდი სიჩუმე დგება, რათა იმ დამღუპველ ჰანგებს მოუსმინონ — მაშინაც კი, როცა გუნდი მიმოსებისა და მოცეკვავე კაცებისგან შედგება, მათთან წინამძღოლად ვიღაც ბილწი მექნარე დგას, ჰანგი სატანური და დამღუპველია, ხოლო ვისაც უმღერიან, ბინძური და ბოროტი დემონია — აქ, სადაც გუნდი წმინდა კაცებისგან არის, გუნდის წინამძღოლი წინასწარმეტყველია, ჰანგი სატანური მოქმედებისგან კი არა, სულიერი მადლისგან არის, ხოლო ვისაც უმღერიან, დემონი კი არა, ღმერთი...
...ამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, კვლავ აუქმებს ამ განაჩენს: სასჯელს კი არ გადასცემს მათ, როგორც მსჯავრდებულებს, არამედ, როგორც გამოსწორების საჭიროების მქონეთ, შეგონებასა და რჩევას ანდობს, შიშით გონს მოჰყავს და ამბობს: „ნუუკუე წარგიტაცნეს“ (), „ვითარცა ლომმან“ (), „და არა ვინ იყო მჴსნელ თქუენდა“ ().
„მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი“ ().მას შემდეგ, რაც კაცთმოყვარეობა აჩვენა, შეაგონა, ურჩია, დაემუქრა, შეაშინა, განუზავებელი სასჯელი დაუყენა წინ და რჩევაც შესთავაზა, იმ გზასაც ასახელებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მომხდარის გამოსწორება, და ამბობს: „მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე“ ().ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: იგი არა მხოლოდ ჩემს რისხვას შეაჩერებს, არც მხოლოდ მსჯავრს მოხსნის, არამედ განმადიდებს კიდეც.იხილე სათნო საქმის სიდ...
...ცის მადლიერება? თუმცაღა უამრავი სათნო საქმე ჰქონდა და მათი საშუალებით შეეძლო ღმერთს შევედრებოდა, ამათგან არაფერს ამბობს, არამედ მხოლოდ ღმერთის წყალობას აფარებს თავს.ამიტომ ცხადია: მაშინაც კი, როცა ამბობს, მაგალითად, „უკუეთუ ვყავ ესე“ (), „ანუ თუ მისა დავაგე“ () და მსგავს სიტყვებს, ამას იმიტომ ამბობს, რომ თქმის დიდი აუცილებლობა დაუდგა. ხოლო როცა ეს აუცილებლობა არ არის, იმათგან არაფერს ამბობს, არამედ ღმერთის წყალობასა და კაცთმოყვარეობას ყოველგვარი ვედრების ნაცვლად წარადგენს.შემდეგ, დარწმუნებული, რომ სასოება არ გაუცრუვდება, ამატებს: „იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა“ ().
იხილე სასოებით აღსავსე სული?ითხოვა და, ვიდრე მიიღებდა, მადლობას სწირავს, თითქოს უკვე მიეღო; ღმერთს უგალობს და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მიღებულს შეჰფერის.საიდან იყო ასე სასოებით აღსავსე?დიდი მადლ...