მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისაჲ 2:10

9. ჰრქუა მას ცოლმან მისმან: ვიდრე დაგითმენიეს და იტყჳ, აჰა ესერა, მოველი ჟამსა მცირედღა და მოიწიოს სასოებაჲ მაცხოვარებისა ჩემისაჲ? აჰა ესერა, წარწყმდა საჴსენებელი შენი ქუეყანით, ძენი და ასულნი იგი მუცლისა ჩემისანი, ტკივილნი ჩემნი და სალმობანი, რომელთათჳს ცუდად დავშუერ რუდუნებითა შენ, ეგერა, თჳთ მყრალობასა მატლთასა ჰზი და ღამეთა ათევ ჰაერთა ქუეშე. მე, შეცთომილი მსახური შენი, ადგილითი ადგილად და სახლითი სახლად მოველოდი მზესა, ოდესმე დაჰჴდეს, რათა განვისუენო შრომათა ჩემთაგან და სალმობათა, რომელთა მოუცავ, არამედ აწ თქუ ნურაჲ სიტყუა უფლისა მიმართ და მოჰკუდე.10. ხოლო იობ მიჰხედა მას და ჰრქუა: რაჲსათჳს ვითარცა ერთი უგუნურთაგანი დედათასა იტყჳ? უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ჴელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა? ამას ყოველსა ზედა რავდენი შეემთხჳა მას, არა რაჲ ცოდა იობ ბაგითა თჳსითა წინაშე უფლისა.11. და ვითარცა ესმა სამთა მათ მეგობართა მისთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მოიწია მის ზედა, მოვიდეს კაცად-კაცადი სოფლისაგან თჳსისა ხილვად, რაჲ-იგი შეემთხჳა მას. ელიფას, თემანელთა მეფე, ბალდას, სავქელთა მთავარი, სოფარ, მინეველთა მეფე. და მოვიდეს მისა ერთბამად ნუგეშინისცემად და ხილვად მისა.
იობისაჲ თავი 2
10. ხოლო იობ მიჰხედა მას და ჰრქუა: რაჲსათჳს ვითარცა ერთი უგუნურთაგანი დედათასა იტყჳ? უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ჴელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა? ამას ყოველსა ზედა რავდენი შეემთხჳა მას, არა რაჲ ცოდა იობ ბაგითა თჳსითა წინაშე უფლისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 127-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მადლიერება ჭირში და დამატებული სიკეთეები:

...აც უფრო მსუბუქი ხდება.

ასე ამბობდა ნეტარი იობიც, როცა წარმოთქვამდა: „უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო“ (). და კვლავ: „უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ჴელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა?“ (). მაგრამ, იტყვი, მე სიმდიდრე არ მომცა. მაშ, ჭრილობაც ნაკლებია. რადგან ერთი და იგივე არ არის, ჯერ სიმდიდრის სიკეთეებით ისარგებლო და შემდეგ მისგან გაშიშვლდე, და ისე იცხოვრო სიღარიბეში, რომ იგი არც კი გამოგიცდია. თუ ბევრი ღარიბი, სხვების უბედურების დანახვისას და საკუთარ მწუხარებასთან შედარებისას, ამ შედარების გამო საკუთარ მდგომარეობას უფრო მძიმედ მიიჩნევს, იფიქრე, რამდენად უფრო მძიმეა გულგატეხილობა, როცა შედარება სხვასთან კი არა, საკუთარ წარსულთან ხდება; რადგან გამოცდილება დაკარგვის შეგრძნებას უფრო მძაფრს ხდის. ამიტომ თავიდანვე უშვილობა უფრო მსუბუქია, ვიდრე ის უშვილობა, რომელიც კარგი შვილების ყოლის შემდეგ მოდის....

სრულად ნახვა