მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისა 2:4

3. ჰრქუა მას უფალმან: იხილე სამე აწ მსახური ჩემი იობ, რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბიწო, ჭეშმარიტ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მერმე აქუსღავე უმანკოებაჲ, ხოლო შენ სთქუ მონაგები მისი ცუდად წარწყმედად.4. მიუგო ეშმაკმან და ჰრქუა უფალსა: ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისა, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის.5. ხოლო აწ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ძუალთა მისთა, უკუეთუ განმარტებულად თაყუანის-გცეს, გინა თუ გაკურთხევდეს შენ.
იობისა თავი 2
4. მიუგო ეშმაკმან და ჰრქუა უფალსა: ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისა, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 127-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის შიში და სათნოების მრავალი გზა:

...რადგან დიდი საქმეა მადლიერება და სიბრძნისმოყვარეობა, აგრეთვე სიმტკიცე, რომელიც ამდენ უბედურებაში იწვრთნება; და ეს ყოველივეზე დიდი ღვაწლია. ამიტომ იობიც გვირგვინდებოდა, და ამიტომ ეშმაკიც ამბობდა: „ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისა, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის“ (); „არამედ მიავლინე შენი ხელი და შეეხე მის ხორცს“ ().1 რადგან მცირე საქმე არ არის, ტკივილში მყოფი სული აღვირით დაიჭირო, რათა არაფერში შესცოდოს. ეს მოწამეობის ტოლია, ეს სიკეთეთა მწვერვალია.

3. მადლიერება ჭირში და დამატებული სიკეთეები

ამიტომ შენც, საყვარელო, როცა ხშირად სნეულებას, ცხელებას ან ტკივილებს შეუპყრიხარ და ტანჯვა გაიძულებს, რაიმე მკრეხელური თქვა, თუ თავს შეიკავებ, მადლიერებას აღავლენ და ღმერთს დიდებისმეტყველებას შესწირავ, იმავე საზღაურს მიიღებ. მითხარი, რისთვის გმობ და მწარე სიტყვას წარმოთქვამ? ...

სრულად ნახვა