მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისა 2:5

4. მიუგო ეშმაკმან და ჰრქუა უფალსა: ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისა, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის.5. ხოლო აწ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ძუალთა მისთა, უკუეთუ განმარტებულად თაყუანის-გცეს, გინა თუ გაკურთხევდეს შენ.6. და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ესერა, მოგცემ შენ, გარნა სულსა მისსა ერიდე.
იობისა თავი 2
5. ხოლო აწ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ძუალთა მისთა, უკუეთუ განმარტებულად თაყუანის-გცეს, გინა თუ გაკურთხევდეს შენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 127-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის შიში და სათნოების მრავალი გზა:

...უბედურებაში იწვრთნება; და ეს ყოველივეზე დიდი ღვაწლია. ამიტომ იობიც გვირგვინდებოდა, და ამიტომ ეშმაკიც ამბობდა: „ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისა, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის“ (); „არამედ მიავლინე შენი ხელი და შეეხე მის ხორცს“ ().1 რადგან მცირე საქმე არ არის, ტკივილში მყოფი სული აღვირით დაიჭირო, რათა არაფერში შესცოდოს. ეს მოწამეობის ტოლია, ეს სიკეთეთა მწვერვალია.

3. მადლიერება ჭირში და დამატებული სიკეთეები

ამიტომ შენც, საყვარელო, როცა ხშირად სნეულებას, ცხელებას ან ტკივილებს შეუპყრიხარ და ტანჯვა გაიძულებს, რაიმე მკრეხელური თქვა, თუ თავს შეიკავებ, მადლიერებას აღავლენ და ღმერთს დიდებისმეტყველებას შესწირავ, იმავე საზღაურს მიიღებ. მითხარი, რისთვის გმობ და მწარე სიტყვას წარმოთქვამ? განა ტკივილი ამით გიმსუბუქდება? ხოლო თუნდაც ტკივილი გიმსუ...

სრულად ნახვა