მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისა 31:13

12. რამეთუ ცეცხლი არს აღგზებული ყოვლით კერძოვე, ვიდრეცა ვიდეს, რამეთუ, რომელმან თუალ-აგნეს ქალწულსა, ძირითურთ წარწყმიდა,13. ანუ თუ ვდრიკე სასჯელი მონისა ჩემისაჲ და მჴევლისა ჩემისაჲ, იშჯიედ რაჲ ჩემ წინაშე?14. რაჲმე ვყო, უკუეთუ განკითხვასა ჩემსა ჰყოფდეს უფალი? გინათუ მოხედვას ჰყოფდეს, რაჲმე სიტყუა-უგო?
იობისა თავი 31
13. ანუ თუ ვდრიკე სასჯელი მონისა ჩემისაჲ და მჴევლისა ჩემისაჲ, იშჯიედ რაჲ ჩემ წინაშე?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სიმართლე და ლოცვის შესმენის კადნიერება:

...ა უყვარდა, ხოლო მოყვასთან ურთიერთობაში ზომას აჭარბებდა, როგორც ვინმე ქედმაღალი და ამპარტავანი. რადგან ამასაც დიდი ყურადღებით გაურბოდა. ამიტომაც ამბობდა: „ანუ თუ ვდრიკე სასჯელი მონისა ჩემისაჲ და მჴევლისა ჩემისაჲ, იშჯიედ რაჲ ჩემ წინაშე?“ (); „ანუ არა, ვითარცა მე, ეგრეცა იგინი იყუნეს საშოსა შინა?“ (). ამრიგად, ესეც უდიდესი უსამართლობაა: ქედმაღალი და ამპარტავანი ყოფნა.

2. ლოცვის სარგებლობა და ღვთის სიახლოვე

რადგან როგორც მომხვეჭელს ვუწოდებთ მას, ვისაც სხვისი ქონების აღება სურს და თავისი არ ჰყოფნის, ასევე ქედმაღალსაც ვუწოდებთ იმას, ვინც მოყვასისაგან იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ეკუთვნის: როცა კაცი საკუთარ თავს ყოველგვარ პატივს მიაკუთვნებს, სხვას კი უპატიოყოფს. ეს კი არსაიდან სხვაგან არ წარმოიშობა, თუ არა უსამართლობიდან. ხოლო რომ ეს უსამართლობაა, ამას აქედან განსაჯე. ღმერთმა შენც შეგქმნა და ისიც, და ყველაფერი მასთან საზიაროდ და თანასწორა...

სრულად ნახვა