„ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა.“ ().
1. სიმართლე და ლოცვის შესმენის კადნიერება
წინასწარმეტყველი ამას იმისთვის კი არ ამბობს, რომ მხოლოდ ის გავიგოთ, რომ იგი შესმენილ იქნა, არამედ იმისთვის, რომ ვისწავლოთ, როგორ შევძლებთ ჩვენც, როცა ღმერთს მოვუხმობთ, სწრაფად შესმენილნი ვიყოთ და ლოცვის დასრულებამდე მივიღოთ თხოვნილი.რადგან არ უთქვამს: „მას შემდეგ, რაც მოვუხმე,...
რადგან ყოველივე ეს საკმარისია, რომ ღმერთი მოიზიდოს: გოდება, ცრემლები, კვნესა, ბოროტთაგან განდგომა და მისი განაჩენის შიში და ძრწოლა.სხვაგანაც ამბობდა: „ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე“ ().რადგან შესმენა ასე ხდება: პირველად, როდესაც მიღების ღირსნი ვართ; შემდეგ, როდესაც ღვთის რჯულთა თანახმად ვლოცულობთ; მესამედ, როდესაც გამუდმებით ვლოცულობთ; მეოთხედ, როდესაც არ ვითხოვთ არაფერს ამქვეყნიურს; მეხუთედ, როდესაც სასარგებლოს ვეძიებთ; მეექვსედ, როდესაც ჩვენი მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ.მაშ, იხილე, რამდენი კაცი იქნა ასე შესმენილი: კორნელიოსი თავისი ცხოვრებით; სიროფინიკიელი ქალი თავისი დაჟინებით; სოლომონი თხოვნის წესით, რადგან უთხრა ღმერთმა: „და არა ითხოვე სიმდიდრე და არცა ითხოვე თავნი მტერთა შენთანი“ (); მეზვერე თავმდაბლობით; სხვები კი სხვა მიზეზებით.ამრიგად, როგორც ამათგან ხდება შესმენა, ასევე სხვა მიზეზებით ხდება არშესმენაც, თუნდა...
...არ ათავისუფლებდა და თავისუფლებას არ აძლევდა. ასეა ღვთის ნება ყოველთვის — სათნოების მოქმედ ადამიანებს საფრთხეებიდან არ გაიყვანოს და განსაცდელებისგან არ აათავისუფლოს, არამედ თავად გამოცდებში ისეთი შეწევნა აჩვენოს, რომ თვით გამოცდები ზეიმის საბაბად იქცეს. ამიტომ ნეტარი დავითიც ამბობდა: „ჭირსა ჩემსა განმივრცე მე" (). შენ, ამბობს, ჭირი არ მოგიშორებია, არ მომეცი სიმშვიდე მისგან ათავისუფლებით, არამედ — რაც საკვირველი და უჩვეულოა — თავად ჭირთა შორის უსაფრთხოებაში მომიყვანე. იგივეს აქაც აკეთებს კაცთმოყვარე უფალი. „და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა... იოსებისათჳს" (), — ნათქვამია. უცხოტომელიც კი დარწმუნდა, რომ თითქოს მონა ღვთის სათნო ადამიანთაგანია. „და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა... და არღარა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელ ჭამის მან" (), — ნათქვამია. თითქმის ბატონად დაადგინა მთელ სახლზე. ამრიგად, მონას, ტყვეს, თავისი ბატონის მთელი ქონება ხელთ ეპყრა. ასეთია სათნოება! სადაც არ უნდა გამოჩნდეს, ყველგან ყოველივეს სძლევს და ყველაფერზე ბატონობს. როგორც სინათლის გამოჩენისას ბნელი ქრება, ისე განიდევნება...
8. ლაბანის აღთქმა და ღვთისშემეცნებისკენ სვლა (31:45–55):
...დეს. ასეთია მისი ძალის სიუხვე, რომ, როცა კეთილინებს, მწუხარებასაც კი სიხარულად აქცევს. ასე პავლეც, მწუხარებათა შუაგულში, იხარებდა და მხიარულობდა, მისთვის მომზადებული ჯილდოს მოლოდინით გაფრთიანებული. ამიტომაც წინასწარმეტყველმა თქვა: „ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე" (), — გვაუწყებს, რომ ღმერთმა თვით უბედურებებშიც მშვიდობითა და სიმშვიდით ტკბობის საშუალება მისცა. ასეთი უფალი რომ გვყავს, ასეთი ძლიერი, ასეთი განმგებლიანი და ბრძენი, ასეთი კაცთმოყვარე, ჩვენი მხრიდანაც მოშურნეობა გამოვავლინოთ და სათნოებაზე დიდი მზრუნველობა გვქონდეს, რომ ამჟამინდელი და მომავალი სიკეთეებიც მივიღოთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.