თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომლისაგან ანგელოზნი ესოდენ ძრწიან, რომელ ეშმაკსაცა ზედა თავით თჳსით არა მოაწევენ საშჯელსა გმობისასა, არამედ უფლისა მიერვე შეჰრისხვენ სახელისდებითა მისითა. ხოლო ზემო თქუმული ესე მწვალებელნი ესოდენ კადნიერ არიან გამოთქუმად უცნაურთა და დაფარულთა საიდუმლოთა ღმრთისმეტყუელებისათა, ვიდრეღა, რომელი არა იციან, მას ზედა სილაღით მგმობარ იქმნებიან. და რომელი-იგი ბუნებითისა მიერ შჯულისა მათ შორის დანერგულისა იციან მხილებითა სჳნიდისისაჲთა, ვითარმედ ბოროტ არს სიძვაჲ და ბილწებით შეგინებაჲ გუამისაჲ, არამედ არა დაიცვენ გუამთა თჳსთა სრულიადისა ხრწნილებისაგან ჴორცთა და სულთაჲსა.
იუდა 1:10
9. ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს-იგი ეშმაკსა მას ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა საშჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმან!10. გარნა ესენი, რაოდენი არა იციან, ჰგმობენ და რავდენი ვითარცა პირუტყუთა ბუნებით იციან, მათ შინა განიხრწნებიან.11. ვაჲ მათდა, რამეთუ გზასა მას კაენისა ვლენან და საცთურსა მას ბალამის სასყიდლისასა აღერინეს და ცილობითა მით კორესითა წარწყმდეს.
იუდა თავი 1