თარგმანი: სიყუარულად უწოდს სერობათა მათ, ვითარ-იგი მათ ჟამთა ერთბამად ისერებდიან მორწმუნენი ეკლესიათა შინა, რომლისათჳს მიუწერს პავლე კორინთელთა. ესევითართა მათ საეროთა ტაბლათა მორწმუნეთა თანა მივიდოდიან მწვალებელნი იგი, არა სულიერისა სიყუარულისათჳს, არამედ რაჲთა მოინადირნენ სულნი დაუმტკიცებელნი, შთავრდომად საცთურსა გმობისა და ბილწებისა მათისასა. და ამის პირისათჳს პეტრეცა განაქიქებს მათ მეორესა შინა კათოლიკესა თჳსსა, და აწ იუდა ერთჴმა არს მათ თანა, ვითარმედ განმჭრელად სამწყსოჲსა მივლენ არვედ ქრისტესსა, არცა ერთისა ვის მწყემსისა შიშსა ქუეშე მყოფნი იგი მწყემსნი თავთა თჳსთანი და მტერნი ქრისტეს ცხოვართანი.
იუდა 1:12
11. ვაჲ მათდა, რამეთუ გზასა მას კაენისა ვლენან და საცთურსა მას ბალამის სასყიდლისასა აღერინეს და ცილობითა მით კორესითა წარწყმდეს.12. ესენი არიან, რომელნი სიყვარულთა მათ თქუენთა შებილწებულნი თანა-შეგცხრებიან და უშიშად თავთა თჳსთა ჰმწყსიან. ღრუბელნი ურწყულნი, ქარისაგან მიმოტაცებულნი, ხენი ზამთრისანი უნაყოფონი, ორ გზის მომწყდარნი, ძირითურთ მოფხურილნი,13. ღელვანი ზღჳსანი განძჳნებულნი, რომელნი პერად აღაფრქუევენ თავისა თჳსისათჳს სირცხჳლსა, ვარსკულავნი ცთომილნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელისაჲ საუკუნოდ დამარხულ არს.
იუდა თავი 1