მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კათოლიკე იუდაჲსი თავი 1

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

კათოლიკე იუდაჲსი

ესე მიუწერა მორწმუნეთა, რამეთუ შემოვიდეს ვიეთნიმე უკეთურნი და იტყოდეს თუ: სიძვაჲ არა ბრალი არსო, და უვარ-ჰყოფდეს უფალსა. ამისთჳს მიუწერა ესე მოციქულმან ძმათა.

მოციქულისაჲ: საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებასა შეურაცხ-ჰყოფენ, დიდებასა ჰგმობენ (1,8).

თარგმანი: "საჩუენებელსა იხილვენ" — ესე იგი არს, ვითარცა სიზმარსა შინა, არა იციან ჭეშმარიტებაჲ, და ქადაგებენ ურჩულოებასა და ჴორცთა ჩუენთა იტყჳან უკეთურისა ნაწილად და ერთსა მას უფლებასა და ძალსა წმიდისა სამებისასა ჰგმობენ, რამეთუ მამასა მისცემენ დაუსაბამობასა და დაუბადებლობასა, ხოლო ძესა და სულსა წმიდასა ჟამთა დაბადებასა ქუეშე ჰყოფენ.

მოციქულისაჲ: ოდეს-იგი მიქაელ მთავარანგელოზი ეშმაკსა ეშჯოდა მოსეს ჴორცთათჳს (1,9).

თარგმანი: დაფლვასა მოსეს გუამისასა მიქაელ ჰმსახურა და ეშმაკი წინა-აღუდგებოდა მიშუებითა ღმრთისაჲთა, რაჲთა საცნაურ იქმნას, ვითარმედ, რაჟამს ჩუენნი სულნი განვიდოდინ, წინა-აღუდგებიან მათ ეშმაკნი და არა უტევებენ ზეცად აღსლვად. ხოლო მოქმედთა ბოროტისათა მძლე ექმნებიან, არამედ მართალთა ზედა მოუძლურდებინ ანგელოზთა შეწევნითა. ხოლო მაშინ მიქაელ ვერ იკადრაო თავით თჳსით შერისხვად მისა, არამედ ღმრთისა ნებასა მიუშუა.

მოციქულისაჲ: ხენი ზამთრისანი (1,12).

თარგმანი: ხედ ზამთრისა უკეთურთა მწვალებელთა იტყჳს, რომელნი-იგი უკეთურეისა მიერ დამზრალ არიან და ნაყოფსა სიმართლისასა არა გამოიღებენ, ხოლო ორგზის მომწყდრად იტყჳს, სულით და ჴორცით: სულითა, რომლითა იგონებენ ბოროტსა, და ჴორცითა რომლითა იქმან ცოდვასა.