თარგმანი: ესე არს წამებაჲ იგი, რომლისათჳს იტყოდა დაწყებასა სიტყუათაჲსა, ვითარმედ: შემოვიდენ კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს. ხოლო წამებაჲ ესე ენუქის მიერი — გინა თუ ფრიად დაფარულთა და ჩუენდა უცნაურთა წიგნთაგან აღმოეკითხა მოციქულსა, გინა თუ უწყებითა სულისა წმიდისაჲთა დაწერა და ყოფადითა მით მოსლვითა უფლისაჲთა შეაძრწუნებს მწვალებელთა, რომელნი უარჰყოფენ მერმესა მას საშჯელსა, ვითარმედ უეჭუელად მიეჴადების მათ პატიჟი ბოროტთა საქმეთა და სიტყუათა გმობისა მათისათაჲ.
იუდა 1:15
14. წინაწარმეტყუელა მათთჳს მეშჳდემან ადამისითგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა, მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდათა მისთაჲთა.15. ყოფად სასჯელისა ყოვლისათჳსვე და მხილებად ყოველთა უღმრთოთა მათთა ყოველთათჳს საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომელ ურჩულოებდეს და ყოვეთათჳს სიტყუათა ფიცხელთა, რომელთა იტყოდეს მისთჳს ცოდვილნი უღმრთონი.16. ესენი არიან მდრტჳნავნი, მაბრალობელნი, გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი, და პირი მათი იტყჳს გარდარეულსა. თუალთ აღებენ პირსა სარგებელისა მიზეზითა.
იუდა თავი 1