მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იუდა 1:14

13. ღელვანი ზღჳსანი განძჳნებულნი, რომელნი პერად აღაფრქუევენ თავისა თჳსისათჳს სირცხჳლსა, ვარსკულავნი ცთომილნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელისაჲ საუკუნოდ დამარხულ არს.14. წინაწარმეტყუელა მათთჳს მეშჳდემან ადამისითგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა, მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდათა მისთაჲთა.15. ყოფად სასჯელისა ყოვლისათჳსვე და მხილებად ყოველთა უღმრთოთა მათთა ყოველთათჳს საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომელ ურჩულოებდეს და ყოვეთათჳს სიტყუათა ფიცხელთა, რომელთა იტყოდეს მისთჳს ცოდვილნი უღმრთონი.
იუდა თავი 1
14. წინაწარმეტყუელა მათთჳს მეშჳდემან ადამისითგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა, მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდათა მისთაჲთა.
თავი ბ̂. ვაებაჲ მათი საცთურებისათჳს და უშჯულოებისა და სიბილწისა და გმობისა და მოპოვნებულისა ორგულებისა. მედგრობით მიღებისათჳს ქრთამისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: წინაჲსწარმეტყუელა მათთჳს მეშჳდემან ადამისითგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდათა მისთაჲთა ყოფად საშჯელისა ყოვლისათჳსვე და მხილებად ყოველთა უღმრთოთა მათთა, ყოველთათჳს საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომელთა უშჯულოებდეს, და ყოველთათჳს სიტყუათა ფიცხელთა, რომელთა იტყოდეს მისთჳს ცოდვილნი უღმრთონი (1,14-15).:

თარგმანი: ესე არს წამებაჲ იგი, რომლისათჳს იტყოდა დაწყებასა სიტყუათაჲსა, ვითარმედ: შემოვიდენ კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს. ხოლო წამებაჲ ესე ენუქის მიერი — გინა თუ ფრიად დაფარულთა და ჩუენდა უცნაურთა წიგნთაგან აღმოეკითხა მოციქულსა, გინა თუ უწყებითა სულისა წმიდისაჲთა დაწერა და ყოფადითა მით მოსლვითა უფლისაჲთა შეაძრწუნებს მწვალებელთა, რომელნი უარჰყოფენ მერმესა მას საშჯელსა, ვითარმედ უეჭუელად მიეჴადების მათ პატიჟი ბოროტთა საქმეთა და სიტყუათა გმობისა მათისათაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის