თარგმანი: ესე არს შეუორგულებელი წყალობაჲ, რაჲთა არავის შევჰრაცხდეთ არა-ღირსად წყალობისა. არცა ვის განვსწირვიდეთ, არამედ რაოდენცა ვინ უფროჲს მიმოიტაცებოდის ყოვლისაგან ქარისა მოძღურებათაჲსა, ეგოდენ უმოსწრაფეს შევეწეოდით კეთილსა ზედა განმტკიცებად მისსა, და რომელთამე შიშითა საუკუნეთა ტანჯვათაჲთა ვასწავებდეთ და ვიჴსნიდეთ და ზოგად გამოტაცებითა ცეცხლისაგან ცოდვათაჲსა გამოვიჴსნიდეთ ცეცხლისაგან საუკუნოჲსა, რომლისა ნივთ არს მოქმედებაჲ ცოდვათაჲ.
იუდა 1:22
21. თავნი თქუენნი სიყუარულითა ღმრთისაჲთა დაიცვენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა ცხორებად.22. რომელთამე სწყალობდით შეუორგულებელად,23. და რომელთამე იჴსნიდით შიშითა და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით. გძულდინ ჴორცთაგანცა შეგინებული იგი სამოსელი.
იუდა თავი 1