მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იუდა 1:23

22. რომელთამე სწყალობდით შეუორგულებელად,23. და რომელთამე იჴსნიდით შიშითა და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით. გძულდინ ჴორცთაგანცა შეგინებული იგი სამოსელი.24. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამარხვად თქუენდა შეუცოდებელად და დადგინებად წინაშე დიდებისა თჳსისა უბიწოთა სიხარულით.
იუდა თავი 1
23. და რომელთამე იჴსნიდით შიშითა და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით. გძულდინ ჴორცთაგანცა შეგინებული იგი სამოსელი.
თავი გ̂. განკრძალვისათჳს მათისა სარწმუნოებასა ზედა. წყალობისათჳს და კრძალვისა მოყუსისა, ცხორებისა და სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთამე სწყალობდით შეუორგულებელად, და რომელთამე იჴსნიდით შიშითა, და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით (1,22-23).:

თარგმანი: ესე არს შეუორგულებელი წყალობაჲ, რაჲთა არავის შევჰრაცხდეთ არა-ღირსად წყალობისა. არცა ვის განვსწირვიდეთ, არამედ რაოდენცა ვინ უფროჲს მიმოიტაცებოდის ყოვლისაგან ქარისა მოძღურებათაჲსა, ეგოდენ უმოსწრაფეს შევეწეოდით კეთილსა ზედა განმტკიცებად მისსა, და რომელთამე შიშითა საუკუნეთა ტანჯვათაჲთა ვასწავებდეთ და ვიჴსნიდეთ და ზოგად გამოტაცებითა ცეცხლისაგან ცოდვათაჲსა გამოვიჴსნიდეთ ცეცხლისაგან საუკუნოჲსა, რომლისა ნივთ არს მოქმედებაჲ ცოდვათაჲ.

თავი დ̂. ლოცვაჲ სიწმიდისათჳს მათისა და უბიწოებისა დიდებისმეტყუელებითურთ ღმრთისაჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გძულდინ ჴორცთაგან შეგინებულიცა იგი სამოსელი (1,23).:

თარგმანი: სამოსელ კაცისა არს ქცევაჲ საქმითი და მოქალაქობისა მისისა ცხორებაჲ, ვითარ-იგი ცხად ჰყოფს "რომელსა არა აქუნდა საქორწინე სამოსელი" (), ესე იგი არს ღირსებაჲ საქმეთაჲ, ცხორებად საუკუნოდ შემყვანებელთაჲ. ამისთჳს აწ მოციქული შეგინებულად სამოსელად უწოდს საქმეთა ბილწებისათა, რომელნი ჴორცთა მიერ ჩუენთა აღესრულებიან, — სიძვაჲ და არაწმიდებაჲ და შეგინებაჲ, რომელსა ჰყოფდეს სიმონიანნი, რომლისაგან გუამცნებს მოციქული სიძულილითა სრულითა განყენებად, რამეთუ ვითარცა სათნოებათა მიერ მოქსოილი იგი სამოსელი სულნელ და შუენიერ არს, ეგრეთვე ცოდვათა მიერ შემწინკულებული — სულმყრალ და უშუერ არს და ღირს ყოვლისა სიძულილისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის