...ევ სხვაგან: „მოიქეცით ჩემდამო და სცხოვნდეთ" (). ხოლო თუ ვინმე ქებათა წიგნიდანაც მოისურვებს არჩევას, მოისმენს, როცა ამას უფრო საიდუმლოდ გაიგებს, როგორ ესაუბრება იგი თითოეულ მისთვის შესაფერის სულს: „შუენიერო ჩემო" (), „ტრედო ჩემო" ().
რა არის ამ სიტყვებზე უფრო ტკბილი? ხედავ ღმერთის საუბარს ადამიანებთან? და რა ვთქვა, მითხარი? განა ვერ ხედავ, რამდენი შვილი წასვლიათ იმ ნეტარ ქალებს და სამარეებში არიან? რამდენმა კიდევ უფრო მძიმე რამ განიცადა და ქმრებთან ერთად შვილებიც დაკარგა? ამათ მივაპყროთ ყურადღება, ამაზე ვიზრუნოთ; და არაფერი გვექნება სამწუხარო, არამედ მთელ დროს სულიერი სიხარულით გავატარებთ და საუკუნო სიკეთეებს მივიღებთ; ნეტავ, ყველამ მივაღწიოთ მათ.1
ჩვენი...