თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან გუესმა სარწმუნოებაჲ თქუენი და სიყუარული, არა დავსცხრებით შეწევნად თქუენდა ლოცვათა შინა ჩუენთა, და ვითხოვთ დამტკიცებასა თქუენსა ყოველსავე ზედა, რომლისათჳს ჯერეთ დაუმტკიცებელ ხართ და სრულ მისსა მიმართ, რომელსა ზედა არღა სრულ ხართ, რაჲთა ყოვლითა სიბრძნითა და გულისჴმისყოფითა სულიერითა მეცნიერ იქმნნეთ ნებასა ღმრთისასა, ვითარმედ არა ანგელოზთა, არამედ თჳთ თავადისა ქრისტეს მიერ ცხოვნებულ ხართ, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისა მამისაჲ, რაჲთა ძისა მიერ მისისა და არა ანგელოზთა მიერ მიიყვანებოდიან მისსა კაცნი; და ამას არა სოფლიოჲ, არამედ საღმრთოჲ და სულიერი სიბრძნე უჴმს გულისჴმისსაყოფელად.
კოლასელთა მიმართ 1:9
8. რომელმანცა მაუწყა ჩუენ თქუენი ეგე სიყუარული სულითა.9. ამისთჳს ჩუენცა, ვინაჲთ დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისხმის-ყოფითა სულიერითა,10. რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა ყოველსავე სათნოებასა ყოვლითა საქმითა კეთილითა ნაყოფიერნი და აღორძინებულნი მეცნიერებასა ღმრთისასა,
კოლასელთა მიმართ თავი 1