მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 2:10

9. რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად.10. და ხართ თქუენ მას შინა აღსავსე, რომელი-იგი არს თავი ყოვლისა მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ,11. რომლითაცა წინადაიცჳთეთ წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა.
კოლასელთა მიმართ თავი 2
10. და ხართ თქუენ მას შინა აღსავსე, რომელი-იგი არს თავი ყოვლისა მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ,
თავი ვ̂. რაჲთა არა ჰყვებოდინ კაცობრივსა სიბრძნესა მაცთურსა, რომელთა აქუნდეს ქრისტეს მიერი სიბრძნე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად, და ხართ თქუენ მას შინა აღსავსე, რომელი-იგი არს თავი ყოვლისა მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ (2,9-10).:

თარგმანი: იკითხვიდეს თუ ვინმე, თუ ვითარ არსებით დაემკჳდრა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორცთა შინა და გუამოვნებით შეეერთო მათ, აღმავსებელი იგი ცათა და ქუეყანისაჲ, ესე სახედ შემოღებითა ხილულისა ამის ნათლისაჲთა გულისჴმა-ვყოთ, დაღაცათუ უზეშთაესისა მის მიმართ ყოველთა ნათელთაჲსა მოუძლურდებიან ყოველნი სახენი და მსგავსებანი ქუეყანისანი. რამეთუ რაჲმცა ხილულთაგანი ამსგავსა გონებამან უხილავსა მას და ყოვლად მოუგონებელსა, გარნა ეგრეთცა ვიტყოდით-ვე, რამეთუ, ვითარცა პირველ შობილი იგი ნათელი დასაბამსა უგუამო იყო და უნივთო, და უკუანაჲსკნელ, შეეზავა რაჲ გუამსა მზისასა, არა შერეულ არს მის თანა, არცა შემთხუეულ მისდა ქცეულებაჲ რაიმე, რამეთუ მასვე და ერთსა გუამსაცა შინა არს მზისასა ყოვლითურთ, და კუალად ყოვლითურთ ყოველთა მიმართ განეფინების და ყოველთა კიდეთა განაბრწყინვებს, ეგრეთვე პირველ საუკუნეთა შობილი იგი სიტყუაჲ უჟამოჲ, უკუანაჲსკნელთა რაჲ ჟამთა ჴორციელ იქმნა, არა დაყენებულ არს ყოვლითურთ სრულებით ყოფად ჴორცთა მათ თანა, რომელ ჩუენგან მიიხუნა, და კუალად არავე გარე-შეიწერების მათ შინა ყოველთა აღმავსებელი იგი ძალი მისი, არამედ ზოგად ყოველთა აღავსებს, ვინაჲცა ამისვე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის