მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 2:11

10. და ხართ თქუენ მას შინა აღსავსე, რომელი-იგი არს თავი ყოვლისა მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ,11. რომლითაცა წინადაიცჳთეთ წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა.12. მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით, რომლისა თანაცა აღსდეგით სარწმუნოებითა მით შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით.
კოლასელთა მიმართ თავი 2
11. რომლითაცა წინადაიცჳთეთ წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა.
თავი ზ̂. ვითარმედ ღმრთისა თანა შეერთებასა შჯულისაცა წესი აქუს სულიერად, რაჲთა ქრისტეს თანა ცხოველ იყვნენ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლითაცა წინა-დაიცჳთეთ, წინადაცუეთითა მით ჴელითუქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა (2,11).:

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ სდევნის წინადაცუეთისა მაწუეველთა მათცა, და უჩუენებს მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ არღარად საჴმარ არს მათდა ჴელითა კაცობრივითა წინადაცუეთაჲ, ვინაჲთგან სული წმიდაჲ ჴელით-უქმნელად მოქმედებს ამას მათ შორის, და მკუეთელობითა სიტყჳსაჲთა მოუსპობს მათგან ნამეტნავსა ჴორციელთა შუებათასა, რომელ არს მოქალაქობაჲ ბილწი და არაწმიდაჲ, რომელთა აწ ჴორციელად ცოდვისა უწოდს აღძარცულად ნათლისღებისა მიერ, რამეთუ რაჟამს გურწმენეს ქრისტესი, მაშინ ნათელ-ვიღებთ სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, ვითარ-იგი მან თავადმან ბრძანა მოწაფეთა მიმართ, წარავლინებდა რაჲ ქადაგებად და ხარებად სასუფეველისა, რომლისათჳს იგი თავადი მოივლინა მამისა მიერ. ამისთჳს ზოგადი არს სამთაჲვე ნიჭი ესე ნათლისღებისა მიერ ცოდვათა მოტევებისაჲ — მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ. ხოლო წარმმართებელ და მომატყუებელ ამის მადლისა არს განჴორციელებაჲ ძისა მხოლოდშობილისაჲ. და ამისთჳს იწოდების სულიერი ესე წინადაცუეთაჲ ქრისტესდად, რამეთუ მან მომცა ჩუენ სახე ესე ნათლისღებისაჲ, რაჟამს წმიდა ყვნა წყალნი მათ შინა განბანითა თჳსითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის