თარგმანი: დაფლვითა მით წყალსა მას შინა ნათლისღებისასა აღვასრულებთ სახესა ქრისტეს საფლავსა დადებისასა, რაჲთა მის თანა აღვდგეთ აღდგომითა მით, არა ურწმუნოთა, არამედ მორწმუნეთაჲთა, რამეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ ქრისტეს მიერ ზოგად მიემადლების ყოველთა მერმესა მას, გარნა რომელთა არა აქავე მიეღოს ნათლისღებისა მიერ წინდი საუკუნოდ აღდგომისაჲ, ეგევითარნი იგი საშჯელად აღდგებიან და არა ცხორებად ქრისტეს თანა, რომელი-ესე მათი ოდენ არს, რომელთა აქავე ნათელ-ედოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა, სახელითა წმიდისა სამებისაჲთა და სასოებითა საუკუნოჲსა აღდგომისაჲთა, აქავე განემზადნენ თავნი თჳსნი კეთილთა საქმეთა მოგებითა. ხოლო არა სწორ არს ღმრთისა მიერი ჩუენი აღდგინებაჲ და ქრისტესი, რამეთუ ქრისტე ვითარ-იგი მამამან აღადგინა, ეგრეთვე თჳთ ქრისტემან ბუნებითა ღმრთეებისაჲთა აღადგინა დაჴსნილი იგი ტაძარი ჴორცთა თჳსთაი, და ამისთჳს ღმრთეებით ერთ არს ყოველივე საქმე მათი. ხოლო ჩუენდა სწორებით და ჭეშმარიტებით აღმადგინებელ არიან შეწევნითა თჳსითა მამაჲ და ძე და სული წმიდაჲ. ძისა აღდგინებაჲ მამისა მიერ — განგებულებით ითქუმის, ხოლო ჩუენი — ბუნებით და ჭეშმარიტებით.
კოლასელთა მიმართ 2:12
11. რომლითაცა წინადაიცჳთეთ წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა.12. მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით, რომლისა თანაცა აღსდეგით სარწმუნოებითა მით შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით.13. და თქუენცა მკუდარ იყვენით შეცოდებათა შინა და წინადაუცუეთელებითა მით ჴორცთა თქუენთაჲთა, მის თანა განგაცხოველნა თქუენ, მოგჳტევნა ჩუენ ყოველნი შეცოდებანი.
კოლასელთა მიმართ თავი 2